09:46 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 11:18:11, 710 ნახვა

საზოგადოება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის პროგრამაში რეგისტრაცია მიმდინარეობს

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის“  სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც შესაძლებებლია ონლაინ რეჟიმში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს  ვებ -გვერდზე   www.acda.gov.ge  

პროგრამაში რეგისტრაცია   29 აგვისტოს დაიწყო და 1 ნოემბრამდე გაგრძელდება.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო კოოპერატივების მიერ შეძენილი, საქართველოში აწყობილი  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორების) თანადაფინანსებას განახორციელებს.

პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის  (ტრაქტორების) შეძენისას სახელმწიფოსგან 30%-იან  თანადაფინანსებას   მიიღებენ.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი,  რომელიც რეგისტრირებულია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დასახლებებში  ან/და რომლის მეპაიეთა არანაკლებ 50%-ს  წარმოადგენენ დევნილები,  ქალები და ახალგაზრდები, ტექნიკის  შეძენისას  მისი ღირებულების 40% -ით დაფინანსდება.

ახალი პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ფრაგმენტირებული მიწების კონსოლიდაციით, ფინანსური რესურსის გაერთიანებით და საწარმოო ხარჯების შემცირებით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აგროვადებში დამუშავების საშუალებას მისცემს.

სახელმწიფო პროგრამა ხელს შეუწყობს  კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებას და  მოსავლიანობის ზრდას, რაც პროდუქციას კონკურენტუნარიანს გახდის  როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics