|
2015-03-10 12:08:29, 6039 ნახვა
კულტურა
ათენში „მანდარინების“ ჩვენება გაიმართა
საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოსა და ესტონეთის საელჩოების ორგანიზებით, ქალაქ ათენში საბერძნეთის ფილმების არქივი-მუზეუმის კინოდარბაზში ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ოსკარის ნომინანტი ფილმის „მანდარინები“–ს ჩვენება გაიმართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის დიპლომატიური კაბინეტის უფროსი, საბერძნეთის საგარეო საქმეთა, ეროვნული თავდაცვისა და კულტურის სამინისტროების წარმომადგენლები, წამყვანი ბერძენი კინო-კრიტიკოსები, კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხელოვანები, მასმედიის წარმომადგენლები და ათენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი. ფილმმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოებაში. ჩვენების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საელჩო ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)