08:27 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-29 09:46:36, 619 ნახვა

საზოგადოება
ცოტნე ზურაბიანმა მარიამობა წყალტუბოში ახალგაზრდებთან ერთად აღნიშნა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატი ასამდე ახალგაზრდასთან ერთად სტეფანე პირველმოწამის ტაძარში მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს დაესწრო.

 „მიხარია, რომ ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს ჩემთან ერთად აღენიშნათ დღევანდელი დღე. რამდენიმე ათეული ადამიანი წყალტუბოს სხვადასხვა სოფლიდან სპეციალურად ჩამოვიდა. ეს ფაქტი ძალიან მახარებს და სტიმულს მაძლევს. ეს ახალგაზრდები განაპირობებენ წყალტუბოს ხვალინდელ დღეს, ამიტომ მე მათთან ერთად ვულოცავ მთლიანად მართლმადიდებლურ სამყაროს მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს“, – ამბობს ცოტნე ზურაბიანი.

პარაკლისის დასრულების შემდეგ მოეწყო ლაშქრობა. ლაშქრობის ბოლო წერტილი მდინარე ყუმი იყო, სადაც ახალგაზრდებმა მცირე პერფომანსი გამართეს.

შეგახსენებთ, რომ ტაძარში თვეებია არ ჩატარებულა პარაკლისი, ხოლო ბოლოს წირვა ლოცვა 30-იან წლებში აღევლინა. სტეფანე პირველმოწამის ტაძარი IX-X საუკუნით თარიღდება. ამჟამად სტეფანე პირველმოწამის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ტაძრის რესტავრირება 1 თვის წინ დაიწყო და წლის ბოლომდე სამუშაოების პირველი ნაწილი დასრულდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics