|
2016-08-27 13:42:43, 649 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტს დევიდ მაკალისტერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტს დევიდ მაკალისტერს შეხვდა. როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საუბრის მთავარი თემები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია, ქვეყანაშიმიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს მიესალმება, რაც მას საშუალებას მისცემს, ქვეყანაში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნოს. მთავრობის მეთაურმა, შეხვედრისას ხაზი გაუსვა 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობისმიმართულებით განხორციელებულ კომპლექსურ რეფორმებს, რომლებიც დემოკრატიის კონსოლიდაციას და ქვეყნის განვითარების მყარისაფუძვლის შექმნას ემსახურება. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის ერთგულია და ამაზემიუთითებს როგორც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებშეთანხმება, ასევე - ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულება და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, ევროპარლამენტისგან სრულ მხარდაჭერას მიიღებს. შეხვედრისას ყურადღება ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსაც დაეთმო. საუბარი ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო. პრემიერმა აღნიშნა, რომ დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. „ჩვენ ველოდებით და მივესალმებით რაც შეიძლება მეტ დამკვირვებელს, მათ შორის ევროპარლამენტიდან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძე დაესწრნენ.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)