|
2016-08-27 11:46:16, 788 ნახვა
პოლიტიკა
“ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ლაგოდეხსა და ყვარელში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლაგოდეხსა და ყვარელში, გურამ მაჭარაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანდიდატი ამჯერად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების, ლელიანის,ჭაბუკიანის და ქ.ლაგოდეხის № 3 – ე საარჩევნო უბნის მცხოვრებლებს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და საკუთარი გეგმები გააცნო. მათივე ცნობით, სოფელ ლელიანის მოსახლეობამ გურამ მაჭარაშვილთან შეხვედრისას ყურადღება გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების საკითხებზე გაამახვილა. რაც შეეხება სოფელ ჭაბუკიანის მოსახლეობას, მათ მაჭარაშვილთან საუბრისას აქცენტი საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემაზე გააკეთეს. მოსახლეობის მიერ სოფლების საჭიროებებთან დაკავშირებით დაყენებული საკითხები, კანდიდატის თქმით, უცხო არ არის. გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, აღნიშნულ სოფლებში არსებული გამოწვევების დაძლევაზე მუშაობა მისი საპარლამენტო საქმიანობის პირველივე დღეებში დაიწყება. შეხვედრებისას გურამ მაჭარაშვილმა ამომრჩეველს განუმარტა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში იქნება თითოეული მათგანის ხმა საქართველოს პარლამენტში. გარდა ამისა, "ქართული ოცნების" კანდიდატმა ადგილობრივებს მუდმივი შეხვედრების და კომუნიკაციის პირობა მისცა: "მნიშვნელოვანია, რომ პრობლემების გადაწყვეტა მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრის და კომუნიკაციის გზით ხდებოდეს. აუცილებელია იცოდე, რას თვლის ამა თუ იმ სოფლის მოქალაქე პრიორიტეტად. მაჟორიტარად არჩევის შემთხვევაში ჩემი საქმიანობის მნიშვნელოვან დროს სწორედ ხალხთან ურთიერთობას მოვახმარ,სწორედ მათ მიერ დაყენებული საკითხები იქნება ჩემი და ჩვენი გუნდის მოქმედების ამოსავალი წერტილი. მჯერა, 8 ოქტომბერს, თქვენთან ერთად შევძლებთ ურთიერთ თანამშრომლობის ახალი სტანდარტის დამკვიდრებას, რაც ყველა გამოწვევის დაძლევის წინაპირობა იქნება“, – განაცხადა ამომრჩეველთან შეხვედრისას გურამ მაჭარაშვილმა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)