2016-08-26 16:43:34, 604 ნახვა
საზოგადოება
ნუგზარ მალაღურაძე: ჩვენ ვინც აგვირჩია, თავხედობაზე თმენის ვალდებულება არ დაუვალებია
საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ მალაღურაძის განცხადებით, წინა ხელისუფლების მოღვაწეობა მავნებლობასა და ადამიანების განადგურებას ემსახურებოდა.
აღნიშნული განცხადება მალაღურაძემ საკრებულოს სხდომაზე, " ნაციონალური მოძრსობის" წევრის, ირაკლი აბესაძის მისამართით გააკეთა: ”თქვენი მოღვაწეობა იყო მავნებლობა, ადამიანების განადგურება. ჩვენ ვინც აგვირჩია, თავხედობაზე თმენის ვალდებულება არ დაუვალებია. ეს იყო პროვოკაციაზე პასუხი მაქსიმალური თმენის ვალდებულებით. ეს არის სიმართლე და რეალობა. თქვენ ფეხებზე გეკიდათ ეს ქვეყანა. ახლა ამ ყველაფერს წერტილი დაესმევა”,- აღნიშნა მალაღურაძემ საკრებულოს სხდომაზე, სადაც დედაქალაქის მერს უსმენენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან