|
2016-08-26 15:40:32, 946 ნახვა
პოლიტიკა
თოფაძე: 3-4 პარტიასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და შედეგები 18:00 საათამდე გახდება ცნობილი
პარტია „მრეწველების“ ლიდერი გოგი თოფაძე „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუს დროს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „მრეწველებისა“ და სხვა პოლიტიკური სუბიექტების შესაძლო გაერთიანებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ამ თემაზე მიმდინარეობს და შედეგები დღეს 18:00 საათისთვის გახდება ცნობილი. „ჯერჯერობით, ჩვენი პარტია არჩევნებისთვის მარტო ემზადება. თუმცა, სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დღეს ექვს საათამდე ცნობილი გახდება რომელიმე პარტიასთან შევქმნით თუ არა წინასაარჩევნო ალიანსს. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ და იმ პარტიებს, რომლებთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებისადმი ერთნაირი ხედვა გვექნება. 2012 წელს კოალიციის მთავარი მიზანი იყო იმ უბედურების - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან მოშორება და ამ მიზნისთვის სხვადასხვა იდეოლოგიის ხალხი გავერთიანდით. 3-4 პარტიასთან ვაწარმოებთ ახლა მოლაპარაკებას და შედეგები 6 საათამდე გახდება ცნობილი. კონკრეტულ სახელებს ვერ გეტყვით, რადგან ვინც ამ გაერთიანებაში ვერ აღმოჩნდება, ის შეიძლება შეურაცხყოფილი დარჩეს“, - განაცხადა თოფაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)