|
2016-08-26 14:41:02, 692 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტს ბელარუსის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, დღეს, ბელარუსის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მიხაილ მიატლიკოვმა რწმუნებათა სიგელები გადასცა. როგორც "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ბელარუს დიპლომატთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველო - ბელარუსის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა თბილისში საელჩოს გახსნის მნიშვნელობა, რომელიც საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების ერთერთი შედეგია. გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საელჩოს გახსნა ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის არსებული ინტენსიური ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. თავის მხრივ, მიხაილ მიატლიკოვმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის პირველი ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების საქმეში. მხარეებმა ხაზი გაუსვეს უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლისა და საერთაშორისო ასპარეზზე ორი ქვეყნის პარტნიორული თანამშრომლობის მნიშვნელობას. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)