|
2016-08-26 13:57:57, 716 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტს ავსტრიის რესპუბლიკის პირველმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, დღეს რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა. სახელმწიფოს მეთაურს რწმუნებათა სიგელები ავსტრიის რესპუბლიკის პირველმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არად ბენკომ გადასცა. როგორც "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრისას ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს და დიპლომატიური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ აღინიშნა თბილისში ავსტრიის საელჩოს გახსნის მნიშვნელობა, რომლის თაობაზეც საუბარი ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის, ჯერ კიდევ, 2015 წლის მაისში, საქართველოში ავსტრიის პრეზიდენტის ვიზიტისას შედგა. მხარეებმა ხაზი უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლისა და საერთაშორისო ასპარეზზე ორი ქვეყნის პარტნიორული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს. თავის მხრივ, არად ბენკომ კიდევ ერთხელ, დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით და გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)