|
2016-08-26 13:21:00, 755 ნახვა
პოლიტიკა
ლევან გოგიჩაიშვილი ამომრჩევლებს შეხვდა
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს N6 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს აგრძელებს. "ქართული ოცნების" ინფორმაციით, ლევან გოგიჩაიშვილმა დოლიძის, გამსახურდიას, პეკინის და ნასიძის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. „იცოდეთ, მე ვარ ის ადამიანი რომელიც ეცდება ყველა პრობლემა გაითავისოს და შესაძლებლობების ფარგლებში მოაგვაროს", - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა. ლევან გოგიჩაიშვილმა ამომრჩეველთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. „ჩვენი ამოცანაა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, მეტი ადამიანის დასაქმება და მოქალაქეების ინტერესებზე მორგებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენ უკვე შევქმენით სწორი განვითარებისთვის საჭირო თავისუფალი გარემო, რაც მეტი კეთილდღეობის მომტანია”, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)