|
2016-08-26 12:36:15, 706 ნახვა
პოლიტიკა
პეტრიაშვილი: წინა წლებთან შედარებით, წინასაარჩევნო გარემო განსხვავებულია
წინა წლებთან შედარებით, დღეს წინასაარჩევნო გარემო განსხვავებულია, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პეტრიაშვილის განცხადებით, წინასაარჩევნოდ დაძაბულობა არ არის ისეთი მაღალი, როგორიც იყო გასულ წლებში. „იყო ცალკეული შემთხვევები, რომელზეც არ მოახდინა ხელისუფლებამ რეაგირება. ცალკეული შემთხვევების რეაგირების გარეშე დატოვები გამო, შეიძლება ითქვას, რომ გაჩნდა განცდა, რომ სექტემბერი ტრადიციულად ცხელი შეიძლება იყოს",-აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა. ამასთან, პეტრიაშვილის თქმით, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გააკეთეს რამდენიმე განცხადება საოლქო საუბნო კომისიების დაკომპლექტების საკითხთან დაკავშირებით. "ხელისუფლებამ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველაფერი გააკეთა, რომ კომისიები ყველგან დაკომპლექტდეს ახლობლებით, ნათესავებით, მეგობრებით, მხარდამჭერებით. ეს თუ მხოლოდ იმისთვის არის, რომ საკუთარი რესურსი დაზოგონ, ერთი საქმეა, მაგრამ ყველა მცდელობას ხელისუფლების მხრიდან, 8 ოქტომბერს არჩევნები გააყალბოს, ძალიან მწვავე რეაგირება და პასუხი ექნება“, - განაცახდა პეტრიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)