|
2016-08-26 10:32:34, 982 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ბაზა სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილ
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზა სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი, - ამის შესახებ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. რუსული ბაზა ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებულ მოულოდნელ შემოწმებაში მონაწილეობს. "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში დისლოცირებული სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო ბაზის ქვედანაყოფები მოულოდნელი შემოწმების ფარგლებში უმაღლესი დონის საბრძოლო მძადყოფნაში იმყოფებიან და მუდმივი დისლოკაციის პუნქტიდან მაღალმთიან პოლიგონ "ძარწემზე" გადაინაცვლეს", - ნათქვამია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის განცხადებაში. როგორც რუსული მედია წერს, პოლიგონზე ათასამდე სახმედროა გაყვანილი. შემოწმებაში ასევე 200-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება 25 აგვისტოს გამოცხადა. შემოწმება, რომელიც 31 აგვისტომდე გაგრძელდება, სექტემბერში დაგეგმილი სტრატეგიული სამხედრო წვრთნის "კავკაზ 2016"-ისთვის მზადების ფარგლებში ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)