|
2016-08-25 12:36:45, 774 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი შიოლაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სიღნაღი - დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შიოლაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი შიოლაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხანიის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრაზე ისაუბრა ყველა იმ წარმატებულ პროექტზე, რომელიც ბოლო ოთხი წელია მათ რაიონში მიმდინარეობს. ირაკლი შიოლაშვილმა ადგილობრივებს ამ პროექტების გაგრძელების პირობა მისცა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, როგორიცაა ახალი ჭაბურღილის მოწყობა, სასმელი წყლის ქსელის გამართვა, სკვერის რეაბილიტაცია, ქვემო მაჩხანის გზის რეაბილიტაცია. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი შიოლაშვილმა მოსახლეობასთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მან სიღნაღი-დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ტურისტული პოტენციალის განვითარებას, ინფრასტრუქტურისა და სერვისების გაუმჯობესების ხელშეწყობა პრიორიტეტად დაასახელა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)