|
2016-08-24 19:10:59, 1052 ნახვა
პოლიტიკა
ცესკომ „ახალ მემარჯვენეებსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო ნომრები წილისყრის გარეშე მიანიჭა
ცესკო-ში გამართულ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პარტიებს "ახალ მემარჯვენეებს" და "პატრიოტთა ალიანსს" საარჩევნო ნომრები მიენიჭათ. ცესკო-ს გადაწყვეტილებით ახალი მემარჯვენეები 8 ოქტომბერს დაგეგმილ ყველა სახის არჩევნებში საარჩევნო ნომრით 1 მიიღებენ მონაწილეობას, პატრიოტთა ალიანსი კი 8 ნომრით. "ახალი მემარჯვენეებიც" და "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებიც მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან. "რესპუბლიკურ პარტიაში" კი ფიქრობენ, რომ ცესკო-მ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და პარტიები არათანაბარ პირობებში ჩააყენა. რიგირც "რესპუბლიკელები" ამბობენ, ამ ორივე პარტიას საკუთარი საარჩევნო ნომრის გამოყენების უფლება უკვე აქვთ, მათ კი ამის უფლება მხოლოდ 8 სექტემბრის მერე მიენიჭებათ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სპეციალურ სხდომაზე წილისყრით პარტიებს საარჩევნო ნომრები მიენიჭებათ. ამ დროისთვის უცნობია, რა ნომრით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას "რესპუბლიკური პარტია". ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ნომერი 5 და "ქართული ოცნების" საარჩევნო ნომერი 41 უცვლელია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)