|
2016-08-24 14:31:05, 848 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: ჯაჭვლიანი EBRD-ს არ გააკარონ და დანარჩენი ვნახოთ, როგორ იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში ძალიან საინტერესო მომენტია, სოსო ჯაჭვლიანი საერთაშორისო ურთიერთობებში დაგვეხმარებაო, - ასეთი კომენტარი გააკეთა „რესპუბლიკური პარტიის“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდქტმა თინა ხიდაშელმა სოსო ჯაჭვლიანის ახალი შპს-ს ხელმძღვანელად დანიშვნის ინფორმაციაზე. „ერთადერთი რაც შემიძლია, ვთქვა, „იბიარდს“ არ გააკარონ და დანარჩენი ვნახოთ, როგორ იქნება. ეს, რა თქმა უნდა, უკვე ძალიან სასაცილო და კომიკურია, ჩვენს ქვეყანას რომ არ ეხებოდეს. ძალიან კომიკურ ფორმებს იძენს ბევრი რამე, რაც ამ ბოლო კვირების განმავლობაში ხდება“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცახდებით, არჩევნების შემდეგ, მთის კურორტების განვითარების კომპანიაში დაფუძნდება სახელმწიფო შპს, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)