|
2016-08-24 14:44:02, 698 ნახვა
პოლიტიკა
დავით დარჩიაშვილი: კვლევები სოციოლოგებმა უნდა შეაფასონ და ამ მხრივ პრეტენზია არავის არასდროს ქონია
საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გია ვოლსკის პასუხობს და აცხადებს, რომ GFK-ს კვლევები სოციოლოგებმა უნდა შეაფასონ და ამ მხრივ არასდროს არავის პრეტენზია არ გამოუთქვამს. „გია ვოლსკი დაკავებულია მცდელობით, რომ თამაშის წაგების დროს გაღიმებული გამომეტყველება მიიღოს. ზოგადად, კვლევებს სოციოლოგები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები აფასებენ. ამ მხრივ, არასდროს არავის პროტესტი არ გამოუთქვამს. ჩვენ მომავალ არჩევნებში გამარჯვების მოლოდინი გვაქვს და ქვეყანაში მატყუარებისა და ფარისევლების ხელისუფლება უნდა დამთავრდეს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გერმანულმა კომპანია GFK-მ რუსთავი 2-ის დაკვეთით მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევის შედეგად, პარტიულ რეიტინგში "ქართულ ოცნებას" 35.9 % აქვს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-34.2%, სახელმწიფო ხალხისთვის - პაატა ბურჭულაძე 9.8%, ლეიბორისტული პარტია 5.4%, თავისუფალი დემოკრატები - ირაკლი ალასანია 4.5%, პატრიოტთა ალიანსი - ირმა ინაშვილი 2.4 %, ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა 2.2%, რესპუბლიკური პარტია 0.7 %, პოლიტიკური ცენტრი გირჩი 0.5%, ახალი საქართველო - გიორგი ვაშაძე 0.5%. გია ვოლსკის განცხადებით კი, GFK-ს კვლევებს არჩევნების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობა“ პროტესტისთვის გამოიყენებს და ეს შედეგები რეალობას არ შეესაბამება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)