22:03 - 29 Apr, 2026
|
2016-08-24 13:40:29, 669 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი: 20 წელია ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია,მაგრამ რეფერენდუმები ჩატარებულა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ქორწინების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშრებით რეფერენდუმის თაობაზე, პრეზიდენტის არგუმენტაციას არ ეთანხმება.
მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა 20 წელზე მეტია დარღვეულია, თუმცა ამ ხნის განმავლობაში საქართველოში რეფერენდუმები ჩატარებულა.
„კონტრასიგნაციასთან დაკავშირებით პრემიერმა განმარტა, რა საკითხში არ ვეთანხმებით პრეზიდენტს, რომ რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, ვერ დავეთანხმებით ბუნებრივია, რადგან ტერიტორიული მთლიანობა 20 წელიწადზე მეტია დარღვეულია და ამ ხნის განმავლობაში რეფერენდუმები ჩატარებულა, მათ შორის ის, რომ საქართველოს პარლამენტში დღეს არის არა 235, არამედ 150 წევრი, ესეც არის რეფერენდუმით მიღებული დადგენილება.
სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პოლიტიკური საკითხია... პოლიტიკური საკითხია ყველაფერი, მაგალითად ის, რომ საქართველოში სიკვდილით დასჯა აკრძალულია. ისე არ მიიღოთ, რომ ამას ერთი და იგივე დონეზე ვაყენებ. ნებისმიერი ქვეყანა, თვითონ განსაზღვრავს, რა შეიძლება იყოს კონსტიტუციის საკითხი და რა-არა“, -განაცხადა სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის დაკონკრეტება ევროკავშირის რეგულაციებს არ ეწინააღმდეგება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)