22:04 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 13:13:13, 605 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე პარტია "ქართული ოცნების" ოზურგეთის პარტიის დამფუძნებლებსა და წევრებს შეხვდა

არჩილ თალაკვაძე პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - ს ოზურგეთის პარტიის დამფუძნებლებსა და წევრებს შეხვდა.

დისკუსია ადამიანის უფლებების სფეროს, მაკროეკენომიკური სტაბილურობის მაჩვენებლებს, ჯანდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებს, საგარეოპოლიტიკის პრიორიტეტებს, ოზურგეთში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიან გეგმას შეეხო.

„ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ხელისუფლებასთან ერთად არაერთი გამარჯვება მოიპოვეთ და ბევრი სასიკეთო საქმე  გააკეთეთ. მე ვიქნები თქვენსგვერდით და გპირდებით, რომ ვიქნები შედეგზე ორიენტირებული,"- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დეპუტატობის კანდიდატმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. მან განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას"პრემიერ-მინისტრის სახით ჰყავს ძლიერი ლიდერი და განახლებული გუნდი, რომელიც მომავალში კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს.შეხვედრას ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩიაც ესწრებოდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics