|
2016-08-24 12:19:04, 979 ნახვა
რეგიონი
გორის გამგებელი: შეიარაღებულმა ფორმიანებმა ჩილინდარაშვილის ნაკვეთი დატოვეს
გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ონიაშვილის განცხადებით, შეიარაღებულმა ფორმიანებმა სოფელ სობისის განაპირას შალვა ჩილინდარაშვილის ქერის მოსავლის აღება შეწყვიტეს და ახლა ტერიტორიაზე ევროკავშირის დამკვირვებლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან. როგორც "ექსპრესნიუსს" გამგებელმა განუცხადა, ჩილინდარაშვილის მოსავლის ნახევარი წაღებულია. მოსავლის აღება კი მათი გამოჩენისთანავე შეწყდა. "ამ წუთას მეც ამ ქერის ყანაში ვარ, სადაც შეიარაღებული პირებმა დღეს სოფელ სობისში მცხოვრები შალვა ჩილინდარაშვილის მოსავლის აღება დაიწყეს. მათ ჩილინდარაშვილი საკუთარ ნაკვეთში არ შეუშვეს და განუცხადეს, რომ ეს საქართველოს ტერიტორია არ არის. ჩვენი გამოჩენისთანავე კომბაინი გავიდა და ფორმიანების მხრიდან მოსავლის აღებაც შეწყდა. კომბაინს სამხედროებიც ახლდნენ. ჩილინდარაშვილის მოსავლის ნახევარი აიღეს და გაიტანეს. ჩვენ ყველა უწყებას შევატყობინეთ, რომ ამ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოყვეს. ამჟამად, ევროკავშირის წარმომადგენლებიც აქ იმყოფებიან. გარდა ამისა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ვატყობინებთ, რომ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოყვეს", - განაცხადა ონიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს შეიარაღებულმა პირებმა გორის რაიონ სოფელ სობისის მკვიდრის შალვა ჩილინდარაშვილის კუთვნილი ქერის მოსავლის აღება დაიწყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)