|
2016-08-23 17:25:05, 2004 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები ჩინეთში "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავენ
ვლადიმირ პუტინი, ფრანსუა ოლანდი და ანგელა მერკელი ჩინეთში, "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში სამმხრივ შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც კრემლის განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრის გამართვაზე სამი ქვეყნის ლიდერები სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ. საუბრისას პუტინმა, მერკელმა და ოლანდმა მინსკის პროცესის პერსპექტივები განიხილეს. რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან და საფრანეგთის პრეზიდენტთან ყირიმში “კიევის უხეშ პროვოკაციაზე” ესაუბრა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვლადიმირ პუტინმა, ანგელა მერკელმა და ფრანსუა ოლანდმა დონბასის განსაკუთრებული სტატუსის, არჩევნების, რეფორმების ჩატარებისა და ამნისტიის გამოცხადების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. "დიდი ოცეულის" სამიტი ჩინეთში 4-5 სექტემბერს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)