20:59 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 16:23:31, 603 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ახვლედიანი უბლოკო სტატუსთან დაკავშირებული ინიციატივის ჩაშლაში პოლიტიკურ ქვეტექსტებს ხედავს

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი უბლოკო სტატუსთან დაკავშირებული ინიციატივის ჩაშლაში პოლიტიკურ ქვეტექსტებს ხედავს.

როგორც ახვლედიანმა განაცხადა, დეპუტატებს, რომლებიც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრები არიან ისტერიულ, პანიკურ შიშში არიან უბლოკო სტატუსის იდეაზე.

“ის, რომ მეორედ ჩავარდა საკითხი დეპუტატების გამოუცხადებლობის გამო, ფაქტია, რომ პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს ამას. დეპუტატებს, რომლებიც წევრები არიან კომიტეტის პრაქტიკულად ისტერიულ პანიკურ შიშში არიან იმ იდეასთან დაკავშირებით, რომელიც უბლოკო სტატუსს გულისხმობს, რადგან ის საზოგადოებაში ძალიან პოპულარული იდეაა”, - განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით,  სრულიად გაუგებარი, არაადეკვატური ხერხით ცდილობენ ხელი შეუშალონ უბრალო ბლანკის გაცემას, რომ ხელმოწერების შეგროვების დაწყება შესაძლებელი იყოს.

„ისინი ვერც კი იაზრებენ იმას, რომ ამით თემას, რომლისაც ასე ეშინიათ პოპულარიზაციას უწევენ თავადვე. ჩვენ ამას ძალიან მკაცრ პოლიტიკურ შეფასებას მივცემთ და მოვძებნით სამართლიან ბერკეტებს”, - განაცხადა ახვლედიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics