04:38 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 15:27:32, 694 ნახვა

საზოგადოება
დავითაშვილის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, დავითაშვილის ქუჩის მცხოვრებლები ახალი, კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ. საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო და  სექტემბრის თვეში  დასრულდება. დავითაშვილის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ  მოსახლეობას შეხვდა.

მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის,   1500  კვ. მეტრის ფართზე მოხდა ამორტიზირებული  რიყის ქვის დემონტაჟი,   მიმდინარეობს  ქვაფენილის გამაგრების ზოლების  მოწყობა, რის შემდეგაც ბაზალტის ძელაკები დაიგება.   
 
 ჩუღურეთის რაიონში, ამ დროისთვის 30 ქუჩაზე, 34 000 კვ.მ ასფალტის საფარი დაიგო.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics