|
2016-08-23 11:16:56, 1777 ნახვა
მსოფლიო
თურქეთმა ავსტრიიდან ელჩი გაიწვია
თურქეთმა დიპლომატიური სკანდალის გამო ავსტრიიდან ელჩი გაიწვია, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, ელჩი ანკარაში კონსულტაციებისათვის და ვენასთან ურთიერთობების გადასახედად გაიწვიეს. ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ავსტრიის ელჩი დაიბარეს ვენაში გამართული "ქურთისტანის მუშათა პარტიის" მხარდამჭერი მიტინგის გამო. აღნიშნულ ორგანიზაციას თურქეთი, აშშ და ევროკავშირი ტერორისტულად მიიჩნევენ. ავსტრიის დედაქალაქში გამართული მიტინგის შესახებ ინფორმაციას თურქული სახელმწიფო სააგენტო Anadolu ავრცელებს. მისი ცნობით, აქცია 20 აგვისტოს გაიმართა. მასში 500-მდე ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. გამოცემა Wiener Zeitung-ის ცნობით, ქურთების მიტინგი ვენის ცენტრში გაიმართა. დემონსტრანტები თურქეთში ადამიანის უფლებების დარღვევასა და "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ლიდერის აბდულა ოჯალანის იზოლაციას აპროტესტებდნენ. გამოცემის ინფორმაციით, ერთი კვირის წინ გამართული ანალოგიური მიტინგი თურქებთან შეტაკებით დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)