|
2016-08-23 10:52:32, 1830 ნახვა
მსოფლიო
ერაყის პოლიციამ 11 წლის ბავშვი დააკავა, რომელსაც ე.წ. “შაჰიდის ქამარი” ეკეთა (ვიდეო)
ერაყის პოლიციამ ქალაქ კირკუკში, შიიტურ მეჩეთთან 11 წლის ბავშვი დააკავა, რომელსაც ე.წ. “შაჰიდის ქამარი” ეკეთა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. ამასთან, ქურთულმა ტელეკომპანია Kurdistan 24-მა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ხსნიან სამართალდამცველები ბავშვს “შაჰიდის ქამარს”. კირკუკის პოლიციის განცხადებით, ბიჭუნას 2 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა თან. ის ქალაქში 5-6 დღის წინ ჩავიდა. ცნობისთვის, ერაყში ბავშვის დაკავებამდე ერთი დღით ადრე თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, რასაც 53 ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდამსხმელი 12-14 წლის მოზარდი იყო. ანკარამ მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურ სახელმწიფოს” დააკისრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)