|
2016-08-22 22:36:48, 1736 ნახვა
მსოფლიო
„უვიზო რეჟიმის საკითხი ძალაში 1-ელი ოქტომბრიდან, მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ თურქეთი ყველა პირობას შეასრულებს“
„უვიზო რეჟიმის საკითხი ძალაში 1-ელი ოქტომბრიდან, მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ თურქეთი ყველა პირობას შეასრულებს“ - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თურქეთი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს 2016 წლის ოქტომბერში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ისინი ევროკავშირის ყველა მოთხოვნას, მათ შორის, ანტიტერორისტული კანონის რეფორმირებასაც შეასრულებს. მისი თქმით, თურქეთმა აუცილებლად უნდა შეწყვიტოს ანტიტერორისტული კანონის ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ გამოყენება და ეს მოთხოვნა არა მხოლოდ თურქეთის ხელისუფლებას, არამედ თურქ ხალხსაც ეხება. "უვიზო რეჟიმის საკითხი, რომელიც ლტოლვილების შესახებ შეთანხმებას უკავშირდება, ძალაში პირველი ოქტომბრიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ თურქეთი ყველა პირობას შეასრულებს. ანტიტერორისტული კანონი ციხეში მყოფი ინტელექტუალების, მეცნიერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არ შეიძლება გამოიყენებოდეს. ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ტერორიზმთან ბრძოლას ვუწოდებთ", - აღნიშნა იუნკერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)