04:37 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-22 15:50:00, 726 ნახვა

საზოგადოება
წყალსადენის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ბორია ფირცხელიანთან ერთად ავჭალაში, წყალსადენის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა. 

მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, წყალსადენის ქუჩაზე 2800 კვ.მ ფართობზე გზის საფარი იგება და 1200 მ. სიგრძეზე ბორდიურები ეწყობა. სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. მისი ღირებულება 165 000 ლარია.

გარდა ამისა, დაგეგმილია წყალსადენის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სასტუმრო ,,ბახტრიონის’’ შენობაში შიდა წყალ-კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებაც. კორპუსში ამჟამად დევნილები ცხოვრობენ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელი სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობა, დაახლოებით, 47 000 ლარს გამოყოფს.

წყალსადენის ქუჩაზე, გასულ წელს, თანამედროვე ტიპის ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანიც მოეწყო. მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ კი დაგეგმილია ობიექტზე გარე განათების 14 ბოძის დამონტაჟებაც.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics