|
2016-08-22 15:38:51, 790 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ყველაზე მასშტაბური და საინტერესო ავტორბოლა “Bridgestone Black Sea Cup-2016 გაიმართა
21 აგვისტოს, ტრადიციულად ქ. ბათუმში, მეთერთმეტედ გაიმართა საქართველოში ყველაზე მასშტაბური და საინტერესო ავტორბოლა “Bridgestone Black Sea Cup-2016”, რომელსაც წარმოადგენს „თეგეტა მოტორსი “ და „ბრიჯსთოუნი“. წელს „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი“ წრიული რბოლის სახით ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღო 16-მა ავტო მრბოლელმა: გიორგი ბეჟიტაშვილი, თენგიზ ჩუბინიძე, გიგა ბიძინაშვილი, ირაკლი კაკაურიძე, სანდრო ლომაძე, გიორგი ბაინდურაშვილი, დავით ისახანაშვილი,გიორგი კიკნაძე, იური მანგასაროვი,ზუკა ოძელაშვილი, თორნიკე მიქაძე, ლევან კვინიკაძე, ირაკლი ვადაქარია, დავით ლაბარტყავა, გიორგი ფირცხალაიშვილი და ლექსო მარღანიამ. რბოლაში ხოლოდ GTCC კლასის ავტომობილები იყო დაშვებული. 2016 წლის „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის“ რიგით მეთერთმეტე ავტო რალის გამარჯვებულები გახლავთ: პირველი ადგილის და „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის“ მფლობელი - გიგა ბიძინაშვილი, მეორე ადგილზე გავიდა - ირაკლი კაკაურიძე, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა - თენგიზ ჩუბინიძემ, ასევე „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ სპეციალურ ნომინაციაში "ყველაზე კანონ მორჩილი მრბოლელი" გაიმარჯვა - გიორგი ფირცხალაიშვილმა. „თეგეტა მოტორსი“ უკვე 20 წელზე მეტია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და მისი უცვლელი ლიდერია საავტომობილო პროდუქტების სფეროში. ჩვენ გავაერთიანეთ 300-ზე მეტი მსოფლიოს წამყვან ბრენდი ერთ კომპანიაში და ვქმნით საუკეთესო შეთავაზებას ბაზარზე ჩვენი მომხმარებლისთვის. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მუდამ ვზრუნავთ საქართველოში ავტო ინდუსტრიის და ავტო სპორტის განვითარებაზე. სწორედ ამიტომ, უკვე მეთერთმეტედ ვმართავთ საქართველოში ყველაზე მასშტაბურ და საინტერესო ავტორბოლას “Bridgestone Black Sea Cup”-ს. ასევე უნდა ავღნიშო, რომ ბათუმი ჩვენი კომპანიისთვის ყოველთვის იყო სტრატეგიული ადგილი ბიზნესის განვითარებისთვის. დიდი მადლობას გადავუხდი ჩვენს პარტნიორებს სტუმრობისთვის და მხარდაჭერისათვის - იაპონურ ბრენდს „ბრიჯსთოუნს“, ფრანგულ ბრენდს საავტომობილო ზეთების კუთხით - „მოტულს“, სადაზღვევო კომპანია „კოპენბურს“ და რა თქმა უნდა „ბათუმის მერიასა“ და „შინაგან საქმეთა სამინისტროს“, რომლებიც ამ ღონისძიების უცვლელი მხარდამჭერები და პარტნიორები არიან. „ - განაცხადა „თეგეტა მოტორსის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ბატონმა გიორგი მშვილდაძემ. აღსანიშნავია რომ წლევანდელი „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი“ საკმაოდ დაძაბული და მეტად სანახაობრივი იყო, მრბოლელებმა შეჯიბრის წინ მაყურებელს წარმოუდგენელი "დრიფტ" შოუ აჩვენეს, ხოლო ღონისძიება გრანდიოზული ფეიერვერკით და ჯგუფ „Goofy Land“-ს კონცერტით დაიხურა.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)