|
2016-08-22 15:08:15, 1874 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის მთავრობა გეგმავს, მოსახლეობას საკვებისა და წყლის მარაგების შექმნისკენ მოუწოდოს
“ცივი ომის” დასრულების შემდეგ პირველად გერმანიის მთავრობა თავდასხმისა ან კატასტროფის შემთხვევისთვის გეგმავს, მოსახლეობას საკვებისა და წყლის მარაგების შექმნისკენ მოუწოდოს, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა "სამოქალაქო თავდაცვის კონცეფცია", რომლის განხილვასაც ფედერალური მთავრობა 24 აგვისტოს გეგმავს. 69-გვერდიანი დოკუმენტის თანახმად, მოსახლეობა ვალდებული იქნება, იქონიოს საკვების 10 დღის და სასმელი წყლის ხუთი დღის მარაგი. ასევე დოკუმენტში აღნიშნულია სიგნალიზაციის საიმედო სისტემის, შენობების გამაგრებისა და ჯანდაცვის სისტემის ნორმალური ფუნქციონირების მნიშვნელობა. "სამოქალაქო თავდაცვის სტრატეგიაში" აღნიშნულია, რომ გერმანიაზე თავდასხმის ალბათობა მცირეა, თუმცა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე საჭიროა, ისეთი სცენარების გათვალისწინება, რომელთა გამორიცხვა მომავალში შეუძლებელია. დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამ სფეროში ამჟამად მოქმედი მექანიზმი არადამაკმაყოფილებელია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)