|
2016-08-22 13:15:34, 1662 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ქურთ მებრძოლებთან შეტაკებისას 1 სამხედრო გარდაიცვალა, 3 პოლიციელი კი დაშავდა
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთ მებრძოლებთან შეტაკებისას დაიღუპა 1 თურქი სამხედრო, 3 პოლიციელი კი დაშავდა, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება. ამასთან, როგორც მედია საშუალება წერს, შეტაკებისას მოკლულია “ქურთისტანის მუშათა პარტიის” ქალი მებრძოლიც. შეიარაღებული დაპირისპრება თუნჩელის პროვინციის ქალაქ ნაზიმიეში მიმდინარეობს. ქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს. ცნობისთვის, ბოლო პერიოდში თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთებსა და ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირება გამწვავდა. 21 აგვისტოს სანლიურფას პროვინციაში სამხედრო მანქანაზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა 1 ჯარისკაცი, 4 კი დაშავდა. მედიის ინფორმაციით, “ქურთისტანის მუშათა პარტიამ” ასევე პასუხისმგებლობა აიღო ქალაქ ელაზიგში, პოლიციის განყოფილებასთან დანაღმული მანქანის აფეთქებაზე. თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)