|
2016-08-21 13:51:13, 897 ნახვა
საზოგადოება
დაკარგული ჯარისკაცების მშობლები თურქული ხომალდის ბორტზე ლევან იზორიასთან ერთად იმყოფებოდნენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციული ძალების 2 სამხედრო მოსამსახურის მშობლები - ვლადიმერ შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების "Minehunter"-ის ტიპის ხომალდზე, "Tcg Akcakoca-ის ბორტზე აიყვანა და ეკიპაჟის წევრები გააცნო. სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ, წვრთნების დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. „ძალიან დიდი პერიმეტრია, თითოეულ დეტალს ამოწმებენ და შესაბამისად ეს დროს ითხოვს. თურქული მხარის განცხადებით, სამძებრო სამუშაოს ყველაზე მცირე 3 დღე დასჭირდება, თუმცა, შესაძლოა გაგრძელდეს. მშობლების ჩართულობა იმიტომ მინდოდა, რომ თავად ენახათ, რა ტექნიკურ საშუალებებთან გვაქვს საქმე და გასაუბრებოდნენ ეკიპაჟის ხელმძღვანელობას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. წვრთნების დროს დაკარგული კაპრალის იაგო შარაძის მამამ, ვლადიმერ შარაძემ თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა. ვლადიმერ შარაძის თქმით, ის თურქული ხომალდის ეკიპაჟს ესაუბრა და პირობა მიიღო სამძებრო სამუშაოების უწყვეტ რეჟიმში გაგრძელების შესახებ. „დამპირდნენ, რომ 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ და ჩემს შვილს ამომიყვანენ წყლიდან. მაქსიმალურად ყველაფერს გააკეთებენ და მგონია, რომ ყველაფერი კარგად წავა“, - განაცხადა წვრთნების დროს დაკარგული კაპრალის, იაგო შარაძის მამამ, ვლადიმერ შარაძემ. თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ხომალდზე, ასევე, იმყოფებოდნენ თურქეთის გენერალური კონსული იასინ თემიზქანი და შსს სასაზღვრო დეპარტამენტის დირექტორი თემურ კვანტალიანი. გეგმიური სწავლების დროს დაკარგული სპეციალური ოპერაციების ძალების 2 სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ იაგო შარაძის და I კლასის რიგითის გიორგი ნანეტაშვილის სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. სამძებრო ღონისძიებაში თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის გარდა, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფის და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენი და შსს სასაზღვრო დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფები არიან ჩართულნი.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)