03:14 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-20 17:46:30, 639 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მაშველებმა პოლონელ ტურისტებს დახმარება აღმოუჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მესტიაში, მწვერვალ შხარაზე პოლონელ ტურისტებს დახმარება დროულად აღმოუჩინეს.

როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ 2 პოლონელ ტურისტს დახმარება ესაჭიროებოდა. ერთ-ერთი ტურისტი, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, მრავლობითი მოტეხილობების გამო, გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მესტიის სამთო-სამაშველო ქვეყანყოფილების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდა. ტურისტების დასახმარებლად, თბილისიდან დამატებით ამავე სამმართველოს სამაშველო ჯგუფიც გაემგზავრა. ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

მაშველებმა რთულ რელიეფურ პირობებში 3000 მეტრი სიმაღლიდან დაზარალებულის უსაფრთხო ევაკუაცია მოახდინეს.

დაშავებული ტურისტი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics