18:31 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-19 20:57:08, 982 ნახვა

პოლიტიკა
თამაზ მეჭიაურის კოალიციას გია კორკოტაშვილი, ტრისტან წითელაშვილი და ზვიად ჩიტიშვილი შეუერთდნენ

თამაზ მეჭიაურთან დაკავშირებულ საარჩევნო კოალიციას პარტია ”ჩემი სამშობლო” შეუერთდა. 
ამის შესახებ განცხადება თამაზ მეჭიაურმა და პარტიის წევრებმა გააკეთეს. 

”ჩემი სამშობლოს” თავმჯდომარეა ზვიად ჩიტიშვილი, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებს შორის არიან - ტრისტან წითელაშვილი და გია კორკოტაშვილი.

როგორც მეჭიაურმა განმარტა, ამჟამად კოალიციაში შემავალი სუბიექტებია: პარტია ”ენა, მამული, სარწმუნოება”, რომელიც საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირდა, როგორც ”თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის”, ასევე ”სახალხო ხელისუფლება” და ”ქალთა პარტია”. კოალიციას დღეს ”ჩემი სამშობლო” შეუერთდა. 

კოალიციას მეჭიაური ხელმძღვანელობს. 

”კოალიციაში შემავალი პარტიების ძირითადი პრინციპები სრულ თანხვედრაშია და გამომდინარე აქედან, ჩვენ ერთად გავაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას. კონსულტაციები მიმდინარეობს სხვა სუბიექტებთან და არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში ასეთივე ინფორმაცია მოგაწოდოთ”, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics