|
2015-03-09 13:36:55, 6062 ნახვა
კულტურა
მსახიობი ოთარ კობერიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა
მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყება გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს სამძმარს უცხადებს. პანაშვიდები 10-11 მარტს გაიმართება. 12 მარტს 15:00 საათზე დიდუბის ეკლესიიდან გამოასვენებენ. მისამართი: ირაკლი აბაშიძის ქუჩა N10, II სადარბაზო, ბინა 26, სართული V. ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე დაიბადა 1924 წლის 17 დეკემბერს. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ჯერ სოხუმის დრამატული თეატრის, ხოლო შემდეგ მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობად მუშაობდა. სხვადასხვა წლებში ოთარ კობერიძეს მიღებული აქვს პრიზები და წოდებები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, საქართველოს სახალხო არტისტის, აფხაზეთის სახალხო არტისტის წოდება. 2002 წელს გახდა მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)