2016-08-18 22:08:39, 849 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი ბურჭულაძის და ახალი არჩევანის პლატფორმაზე: წარმოშობილია ენმ-ის წიაღიდან
"ეს ყველაფერი წარმოშობილია ნაციონალური მოძრაობის წიაღიდან " - ასე აფასებს "ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი ვაშაძე-ჯაფარიძისა და პაატა ბურჭულაძის პარტიების გაერთიანებას.
მისი განცხადებით, გაერთიანება ენმ-ს გარკვეულ მოკავშირეს უფრო ჰგავს, ვიდრე მოწინააღმდეგეს.
"ეს ყველაფერი წარმოშობილია ნაციონალური მოძრაობის წიაღიდან და გარკვეულ მოკავშირეს უფრო ჰგავს, ვიდრე მოწინააღმდეგეს. ზოგი წამოსულია შიდა დაპირისპირებების გამო, ზოგმაც გადაწყვიტა, რომ თავი აარიდოს ნაციონალური მოძრაობის მანკიერი მმართველობის პერიოდის გავლენას. ბურჭულაძეც არ გამოირჩევა დამოუკიდებელი ხედვებით", - განაცხადა ვოლსკიმ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან