|
2016-08-18 16:13:30, 651 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრს, ფარუკ ჩელიკს შეხვედა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსმასახურიდან აცნობეს. მათი იფორმაციით, თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილს თურქეთისთვის მძიმე წუთებში საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სავაჭრო-ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრაზე ითქვა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ასევე ხაზი გაესვა თურქულ ბაზარზე საქართველოს ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის განვითარებულ წარმატებულ თანამშრომლობას, რაც მხარეების შეფასებით, ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა. გამოთქვა იმედი, რომ თბილისში მიმდინარე საქართველო–თურქეთის ბიზნესფორუმი ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას. „მოხარული ვარ, რომ იმყოფებით საქართველოში და ესწრებით საქართველო–თურქეთის ბიზნესფორუმს. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კუთხით არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი და ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ იგი,"–აღნიშნა პრემიერმა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს აგრარულ პოტენციალზე და ამ მიმართულებით თურქეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA), რომელიც წარმოადგენს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს. ქართული მხარის განმარტებით, ევროკავშირთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის პროცესი, დამატებითი შესაძლებლობაა სხვა ბაზრებზე სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის. საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და ხაზი გაესვა რეგიონის უსაფრთხო და მშვიდობიანი განვითარების მნიშვნელობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დაესწრნენ.
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)