17:09 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-18 12:58:41, 669 ნახვა

პოლიტიკა
კობა სუბელიანის განცხადებით, სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გუშინ ის გამოკითხვაზე დაიბარა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ კობა სუბელიანის განცხადებით, სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გუშინ ის გამოკითხვაზე დაიბარა. მიზეზი კი მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსია, რომელიც ციხეებში წინასაარჩევნოდ პატიმრებზე ზეწოლის ფაქტებს შეეხებოდა.

„ციხეებში, წინასაარჩევნოდ პატიმრებზე და ე.წ. მაყურებლებზე ზეწოლა დაიწყო, რომ მათ თავინთი ოჯახის წევრებს დაავალონ იმუშაონ ქართული ოცნების სასარგებლოდ, შეუგროვონ ხმები. 
ამასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ გავაკეთეთ. სასჯელაღსრულების მინისტრის დავალებით დამირეკა გენერალური ინსპექციის უფროსმა, რომელმაც მთხოვა შეხვედრა, შედგა ჩვენი შეხვედრა, ვუთხარი ყველაფერი და ეს შეხვედრა გაფორმდა ოქმით, მან რა თქმა უნდა უარყო ამის შესახებ, ასევე თქვა, რომ აუცილებლად ჩაატარებს მოკვლევას და დაიწყებს გამოძიებას. 
მინდა მივმართო იმ ოჯახებს, პარტიმრების იმ მშობლებს, რომლებსაც ესეთი ცრუ დაპირებებით ატყუებენ, პირდებიან სასჯელის განახევრებას და არჩევნების მერე პატიმრობიდან განთავისუფლებას, ეს არის წინასაარჩევნო ტყუილი, ნუ წამოეგებით ამ ინფორმაციას და ნუ გაუწევთ დათვურ სამსახურს ხელისუფლებას, რომელმაც 2016 წლის 8 ოქტომბერს უნდა დასრულდეს",-განაცხადა კობა სუბელიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics