|
2016-08-15 17:00:34, 789 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ გერმანიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ბეტინა კადენბახთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას პოზიტიურად შეფასდა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები და მჭიდრო პარტნიორობა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, განვითარების, განათლებისა და კულტურის სფეროებში. "საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა გერმანიის აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დროულად და წარმატებით დასრულების საკითხს, ასევე 2017 წელს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის აღნიშვნისა და 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობის თემებს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბეტინა კადენბახს ელჩად მუშაობის პერიოდში, საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში",-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)