|
2016-08-15 13:49:38, 714 ნახვა
პოლიტიკა
მეჭიაური: პირველ რიგში „ნაციონალების“ პარტიის საქმიანობა უნდა აეკრძალათ - „ცენტრისტებს“ ჯერ არაფერი დაუშავებიათ
პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი თამაზ მეჭიაური პარტია „ცენტრისტების“ ვიდეორგოლსა და უმრავლესობის დეპუტატის გია ვოლსკის ინიციატივას ეხმაურება. როგორც „ექსპრესნიუსს“ მეჭიაურმა განუცხადა, ის არ შეურთდება ვოლსკის მოწოდებას „ცენტრისტების“ საქმიანობის აკრძალვის შესახებ და ყველა პარტიას აქვს არსებობის უფლება თუ ის კანონს არ არღვევს. „ყველა პარტიას, რომელიც კანონმდებლობას არ არღვევს, არსებობის უფლება აქვს. არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ საქართველო ნატო-ში უნდა შევიდეს და ჩემთვის ეს არ არის მისაღები. ასე რომ საკითხზე ცალმხრივი მიდგომა არ უნდა იყოს. ყველა პარტიას, კანონმდებლობის ფარგლებში, საკუთარი საქმიანობის განხორციელების უფლება უნდა ჰქონდეს. მე, მაგალითად, უფრო ეროვნული საკითების მომხრე პარტიის წევრი ვარ. მე საქართველოში არც რუსეთის და არც ამერიკის ბაზების მომხრე არ ვარ. ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი ღირსება. საქართველომ უნდა დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები. თუმცა, ამის სანაცვლოდ რაღაცებიც უნდა დავთმოთ. მე „ცენტრისტების“ საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნას არ შევუერთდები. პირველი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ასაკრძალი და მაგის გამო არ დაწყებულა დეპუტატების 1/5-ის შეგროვება და „ცენტრისტებს“ ჯერ არაფერი გაუფუჭებიათ“, - აცხადებს მეჭიაური. შეგახსენებთ, რომ ლადო ბედუკაძის და ნიკოლოზ ხაჩიშვილის პარტია ”ცენტრისტები” ამომრჩეველს 400-ლარიან რუსულ პენსიას, საქართველოში რუსული ჯარის დაკანონებას და რუსეთთან ორმაგ მოქალაქეობას ჰპირდება. აღნიშნული საარჩევნო კლიპი ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)