15:57 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-15 11:34:21, 721 ნახვა

პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: „ცენტრისტების“ სისულელეზე ამხელა წივილ-კივილის ატეხვა გაუმართლებელია

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას პარტია „ცენტრისტების“ მიერ გავრცელებული ვიდეოკლიპის თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბედუკაძის ვიდეოკლიპზე აჟიოტაჟის ატეხვით უფრო არეკლამებენ „ცენტრისტებს“, ვიდრე  აზიანებენ.

„ამხელა წივილ-კივილი და ამხელა აჟიოტაჟი, რაღაც სისულელეზე, არ არის გამართლებული. ამით „ცენტრისტებს“ უფრო არეკლამებენ, ვიდრე აზიანებენ. ვის რაში დაკარგვია ბედუკაძე.  დიდმა და პატარამ ისე დაიწყო ლაპარაკი, თითქოს, ქვეყანაში რაიმე მნიშვნელოვანი ხდებოდეს, სინამდვილეში არაფერიც არ ხდება. ბუნებრივია, „ცენტრისტების“ კლიპი ეთერიდან ჩუმად უნდა ჩაეხსნათ და ამით ყველაფერი დამთავრდებოდა. რეალურად, ამ აჟიოტაჟით „ცენტრისტების“ ძალიან მიზერული რეიტინგი ოდნავ მაღლა აწიეს. ბედუკაძე დღეს ციხეში უნდა იჯდეს სასტიკი დანაშაულის გამო და კბილაშვილმა დაუსაბუთებლად გაათავისუფლა ის. ახლა კიდევ ზედმეტ ყურადღებას ვაქცევთ და ვიღაცისთვის ბედუკაძე გმირი გამოვა“, - აცხადებს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ლადო ბედუკაძის და ნიკოლოზ ხაჩიშვილის პარტია ”ცენტრისტები” ამომრჩეველს 400-ლარიან რუსულ პენსიას, საქართველოში რუსული ჯარის დაკანონებას და რუსეთთან ორმაგ მოქალაქეობას ჰპირდება. აღნიშნული საარჩევნო კლიპი ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გავიდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics