|
2016-08-13 13:23:14, 1048 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ ლილუაშვილი ხონის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ვანისა და ხონის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი ხონის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივებს სხვდასხვა საკითხზე, მათ შორის, სოფლის მეურნეობასა და რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნო. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ჩაის კულტურაზე ისაუბრა და განმარტა, რომ სახელმწიფო ჩაის პლანტაციის დამუშავების მსურველს ფინანსურად ხელს შეუწყობს, მოწეულ ნედლეულს კი სპეციალური მიმღები პუნქტები ჩაიბარებენ; მიღებული შემოსავალი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას მკვეთრად გააუმჯობესებს. გრიგოლ ლილუაშვილმა ყურადღება მიწის უფასო რეგისრაციაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ პროექტი სოფლის მოსახლეობის კეთილდღეობაზეა მორგებული, რადგან მათ პირველად მიეცათ საშუალება, ნაკვეთები სრულიად უსასყიდლოდ დაიკანონონ. „ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარებაა; მთავრობამ ამ მიმართულებით 1 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა. ამოქმედდა აგრო დაზღვევის პროგრამა; ამ პროგრამამ 115 მილიონი ლარის ღირებულების მოსავალი დააზღვია. სახელმწიფოს ხელშეწყობით მოხერდა 1500-მდე ახალი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შექმნა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სოფელი იყოს გამართული და ძლიერი," - განაცხადა ვანისა და ხონის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)