15:57 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-12 22:49:31, 1312 ნახვა

პოლიტიკა
აუდიტორია 115: ნარკოპოლიტიკამ და პოლიციურმა რეჟიმმა კიდევ ერთი მოქალაქე შეიწირა

სტუდენტური მოძრაობა “აუდტირია 115” სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში   მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“ჩვენს სახელმწიფოში არსებულმა ძალადობრივმა ნარკოპოლიტიკამ და პოლიციურმა რეჟიმმა კიდევ ერთი მოქალაქე შეიწირა.  დემურ სტურუამ მრავალჯერადი მუქარის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს არის სწორედ ის პოლიციური რეჟიმი, რომელიც ყოველდღიურად ძალადობს მოქალაქეებზე და რომელიც, დაწყებული წინა ხელისუფლებიდან, გრძელდება დღემდე,” – აღნიშნულია მოძრაობის გავრცელებულ განცხადებაში.

“აუდიტორია 115” მიიჩნევვს, რომ  ქვეყანაში მოქალაქეები მუდმივად განიცდიან ღირსების შემლახველ მოპყრობას სახელმწიფოს მხრიდან. მათივე აზრით, მსგავსი პრაქტიკის არსებობა ყოველგვარი საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმის გარეშე დაშვებულია, რაც დაუცველს ტოვებს ნებისმიერ მოქალაქეს:

“ასევე, საყურადღებოა ისიც, რომ მსგავსი მძიმე შემთხვევების მსხვერპლნი ძირითადად ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები ხდებიან. ადამიანები, რომელებიც დაბალ სოციალურ ფენას, კლასს წარმოადგენენ. აქ ნაკლებად იციან და აქვთ შესაძლებლობა თავი დაიცვან შანტაჟისაგან და დაიცვან თავიანთი უფლებები. ამ ხალხისთვის ხმამაღლა საუბარი და ბრძოლა სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ თითქმის შეუძლებელია. არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება შსს-ს მაღალჩინოსნებს, რომლებიც წლების განმავლობაში ქმნიდნენ და აშენებდნენ ძალადობრივ სტრუქტურას, კლავდნენ, აშინებდნენ და ციხეში სვამდნენ მოქალაქეებს; ხელისუფლებასა და პარლამენტის კონკრეტულ დეპუტატებს (სხვადასხვა პარტიიდან) , რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ჰუმანური ნარკოპოლიტიკის კანონპროექტს და მოქალაქეები ამ სასტიკი პოლიტიკის წინაშე უძლურები დატოვეს. აუდიტორია #115 უსამძიმრებს დაღუპული დემურ სტურუას ოჯახს.”

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics