00:20 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-12 18:00:26, 954 ნახვა

საზოგადოება
მეტროს სავაგონე პარკს დღეიდან ოთხვაგონიანი განახლებული შემადგენლობა დაემატება

თბილისის მერია და „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მეტროს ვაგონების მოდერნიზაციას აგრძელებს. მერიის ინფორმაციით, დღეიდან დედაქალაქის მეტროს სავაგონე პარკს ოთხვაგონიანი განახლებული შემადგენლობა დაემატება. 

"მეტროს შეუფერხებელი მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით, შემადგენლობის კაპიტალური განახლება და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა მოხდა. შეკეთდა შემადგენლობის ძრავები და გამოიცვალა გოგორწყვილები. ვაგონების  ძველი კომპრესორები ჩანაცვლდა ახალი, ხრახნული ტიპის კომპრესორებით. ასევე, განახლდა სიჩქარის რეგულირების მექანიზმი; დამონტაჟდა მოდერნიზებული, ავტომატური სიჩქარის სისტემა, რომელიც შემადგენლობის გამართულ მოძრაობას უზრუნველყოფს.  ვაგონების მოძრაობა და სიჩქარის მექანიზმის ფუნქციონირების გაკონტროლება კომპიუტერით გახდა შესაძლებელი.

შემადგენლობის ინტერიერი განახლდა, სალონში დამონტაჟდა თანამედროვე დიზაინის დიოდური სანათები და შეიცვალა იატაკის საფარი. 

რამდენიმე დღეში ასეთივე განახლებული ოთხ ვაგონიანი შემადგენლობა შევა ექპლუატაციაში. პროექტის ფარგლებში 2016 წელს  მეტროს 12 ვაგონის კაპიტალური შეკეთება მოხდა. ამ თვის ბოლოს კი „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მეტროს ვაგონების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მორიგ ტენდერს გამოაცხადებს. თბილისის მერიის და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიზანია მეტროს მგზავრებისთვის უსაფრთხო და კომფორტული სერვისის შეთავაზება",-აცხადებენ დედაქალქის მერიაში.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics