22:54 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-12 17:34:17, 896 ნახვა

საზოგადოება
N 17 დაწესებულების მსჯავრდებული ოთხგზის მსოფლიო რეკორდსმენი გახდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N17 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა ჯ.ზ. ჰორიზონტალურ ძელზე ცალი ფეხით ჩაჯდომაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მან იტალიელი სილვიო საბას რეკორდი გააუმჯობესა და წუთში 37 ჩაჯდომა განახორციელა.

უწყების ცნობით, სპორტული ღონისძიება საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებითა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა, რომელსაც დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მსაჯები და მსჯავრდებულებიც დაესწრნენ.

რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტის დავით ბეგიაშვილის თქმით, ჯ.ზ.  დღესდღეობით ერთადერთი მსჯავრდებულია, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

„დღეს უკვე მეოთხე რეკორდი დავაფიქსირეთ N 17 პენიტენციურ  დაწესებულებაში. მსჯავრდებულს მსოფლიო რეკორდის გადაჭარბებისთვის  წუთში 30-ზე მეტი ჩაჯდომა უნდა დაეფიქსირებინა და  რეზულტატად  37 ჩაჯდომა მივიღეთ. შედეგი პოზიტიურია  და ამით  მან  იტალიელი სილვიო საბას რეკორდი გააუმჯობესა ,“- განაცხადა დავით ბეგიაშვილმა.

მსოფლიო რეკორდსმენი მსჯავრდებული ჯ.ზ. საკუთარი შედეგების გაუმჯობესებას მომავალშიც აპირებს რისთვისაც   ვარჯიშს   აქტიურად გააგრძელებს.

სპორტული ღონისძიების დასასრულს საქართველოს რეკორდების ფედერაციამ მსჯავრდებულ ჯ.ზ.  მსოფლიო რეკორდის დაამყარებისთვის სერთიფიკატი გადასცა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics