|
2016-08-12 14:36:27, 705 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლში განათლების სამინისტროს სერვისი დაინერგა
იუსტიციის სახლის ფილიალებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციის მოთხოვნის თაობაზე განაცხადების მიღება დაიწყო. ორი დღის განმავლობაში ახალი სერვისი მოთხოვნით, იუსტიციის სახლის ფილიალების მიერ ჯამურად მიღებულია 56 განაცხადი (მათ შორის თბილისის ფილიალში 49 განაცხადი), ხოლო 2016 წლის 11 აგვისტოს - 67 განაცხადი (მათ შორის თბილისის ფილიალში 51 განაცხადი). განათლების სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციასთან დაკავშირებული მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, განათლებისა და იუსტიციის სამინისტროების თანამშრომლობისა და ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად, სერვისის გაცემა იუსტიციის სახლმა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დაიწყო. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზაციასა და აპოსტილით დამოწმება მოქალაქეებს უკვე იუსტიციის სახლებში შეუძლიათ. 10 აგვისტომდე, კანონმდებლობით, განათლების სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილი და ლეგალიზაცია სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის" კომპეტენციაში შედიოდა. მოქალაქეებს ამ სერვისით სარგებლობა მხოლოდ თბილისში შეეძლოთ, რეგიონებში კი იგი ხელმისაწვდომი არ იყო. იუსტიციის სახლებში და სსგს 14 ტერიტორიულ სამსახურში მომსახურების გადასვლის შემდეგ საქართველოს ყველა რეგიონის მცხოვრებთ, სადაც იუსტიციის სახლის ფილიალები და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ფუნქციონირებს, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების დამოწმებას რეგიონიდან, ქალაქიდან გაუსვლელად შეუძლიათ, რაც დროსა და ფინანსების დაზოგვის და მომსახურების უფრო კომფორტულად და სწრაფად მიღების საშუალებას აძლევთ. აპოსტილისა და ლეგალიზაციის სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდა „ღია მმართველობის პარტნიორობის" ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა. როგორც სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული, ამ სერვისის იუსტიციის სახლებში გადატანა მნიშვნელოვნად აადვილებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)