|
2016-08-11 17:26:52, 816 ნახვა
სამხედრო
იზორია: თუ ომის დროს მოსახლეობისთვის ჯარისკაცია დიდი იმედი, ჯარისკაცისთვის კი იმედი ხართ თქვენ
„დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასე ემსახურებით ქვეყანას. ვიცი, რომ აგვისტოს ომის დღეებში თქვენ თავდადებით, სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობდით. ამისთვის არა მხოლოდ მე, როგორც მინისტრი და რიგითი ჯარისკაცი, არამედ როგორც მოქალაქე, დიდ მადლობას გიხდით. ამ საქციელით თქვენ ხართ მაგალითი თითოეული ჩვენთაგანისთვის. მე ერთს ვიტყოდი დამატებით, თუ მოსახლეობისთვის ომის დროს ჯარისკაცია დიდი იმედი, ჯარისკაცისთვის კი იმედი ხართ თქვენ! თქვენ უფრო დიდი იმედი ხართ ყველასთვის - ჯარისკაცისთვის, მოსახლეობისთვის და მთლიანად საქართველოსთვის!“ - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის ეზოში შეკრებილ პირად შემადგენლობას სამხედრო მედიცინის დღე. ლევან იზორიამ სამხედრო ექიმებს თავდადებული მუშაობისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა და გვერდში დგომა და მხარდაჭერა აღუთქვა: „მადლობა თავდადებული ღვაწლისთვის, პროფესიონალიზმისთვის. ჩვენ ყველანაირად გვერდში დაგიდგებით. გავაგრძელოთ ასეთი საქმიანობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენი ასეთი თავგანწირული მუშაობისთვის. თუ რაიმე პრობლემებია, სურვილები თუ წინადადებები - მზად ვარ მოვისმინო და ყველანაირად გვერდში დაგიდგეთ. თქვენზე ბევრი დადებითი მსმენია. კვლავ გააგრძელეთ ასე მუშაობა - კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!“ სამხედრო ექიმებს პროფესიული დღესასწაული გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა მედეა ბეთაშვილმაც მიულოცეს. სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა გიორგი მაისურაძემ თავდაცვის მინისტრს სამხედრო სამედიცინო დაწესებულების ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები გააცნო და სამომავლო გეგმებზეც გაესაუბრა. საუბარი შეეხო სამხედრო ჰოსპიტალის გახსნას დასავლეთ საქართველოშიც. თავდაცვის მინისტრმა მედიკოსებს შესთავაზა, რომ აღნიშნული პროექტი შეიარაღებული ძალების განვითარების მომავალ ოთხწლიან სტრატეგიაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს მიაწოდონ.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)