14:56 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 17:53:19, 865 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული მოვლენების პოლიტიკური შეფასებისგან თავს იკავებს

ეჭვის საბაბი ყველას აქვს, იმიტომ რომ მეთოდები, რომლითაც ხდებოდა ქვეყნის მართვა, ყველასთვის ცნობილია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით დეპუტატების - ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის მიმართვას.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვინაიდან საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიკურ შეფასებას ვერ გააკეთებს.

"ამ განცხადებას გავეცანი. იქ არის აღწერილი მთელი ეს პროცესი, ის ალიაქოთი, რაც იყო ატეხილი. მე ვარ პარტიის ლიდერი, მაგრამ ამავე დროს ვარ პრემიერ-მინისტრი და ვინაიდან ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს, პოლიტიკური შეფასებებისგან თავს შევიკავებ. ისე, რა თქმა უნდა, ეჭვის საბაბი ყველას აქვს, რადგან მეთოდები, რა მეთოდებითაც ხდებოდა მთლიანად ქვეყნის მართვა, ყველასთვის ცნობილია",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და მისი მოადგილე გედევან ფოფხაძე ქართულ საზოგადოებას და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ.

როგორც მიმართვაშია ნათქვამი, მათი განცხადების მიზანია ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ აჩვენონ ”ნაციონალური მოძრაობის” სახე, ამჯერად მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობის მაგალითზე”.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პირობები გაამკაცრა
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics