15:02 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 13:55:36, 1129 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: არსებობს ტრადიცია, რომ ახალდაქორწინებულებს საჩუქარს ჩუქნი, პრემიერს ამომრჩეველი არ მოუსყიდია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას პრემიერის მიერ შუამთობის დღესასწაულზე ახალდაქორწინებულებისთვის ოქროს ბეჭდის ჩუქების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის ტრადიცია, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა.

დეპუტატის განცხადებით, თუ ეს კანონდარღვევად ითვლება, მაშინ წინასაარჩევნოდ ყველა პარტიის წევრი  უნდა შემოწმდეს - ვინ რომელ ქორწილსა და ნათლობაზე მივიდა და ვის რა აჩუქეს.

„ეს დღესასწაული ემთხვევა წინაასარჩევნო პერიოდს. არსებობს ტრადიცია, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ახალდაქორწინებულებს საჩუქარს ჩუქნის. ზურაბ პატარაძემ ამასთან დაკავშირებით თავიდანვე განაცხადა, რომ ახალდაქორწინებულები დაჯილდოვდებოდნენ და ეს ყოველივე არჩევნებთან კავშირში არ არის. სწორედ აქედან გამომდინარე გიორგი კვირიკაშვილმა წყვილს საჩუქარი გადასცა. რა თქმა უნდა, შეიძლება აუდიტის სამსახურის მიერ ამ ფაქტის შესწავლა და თუ ეს კანონის ფარგლებში იქნა მოქცეული, არავითარ კანონის დარღვევაზე არ იქნება საუბარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც არის და დარწმუნებული ვარ, პრემიერისა და პატარაძის მიერ კანონი არ იქნებოდა დარღვეული. გარდა ამისა, ამას უნდა ქონდეს მიზანი და მიზანი რა იყო? რომ ეს ორი ადამიანი მოესყიდათ? რა თქმა უნდა, არა. არსებობს ქართული ტრადიცია, რომ ახალდაქორწინებულს საჩუქარს ჩუქნი. მაშინ ჩვენ უნდა შევამოწმოთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა პარტიის წევრები 4 წლის განმავლობაში ვინ რომელ ქორწინებასა და დაბადების დღეზე დადიან და ვინ რა საჩუქარს ჩუქნის ამომრჩევლებს. 4 თვის განმავლობაში სხვებიც დადიან დაბადების დღეებსა და ნათლობებზე, საჩუქრებსაც ჩუქნიან ადამიანებს და ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა? მაშინ აუდიტმა ყველა ეს საკითხი უნდა შეისწავლოს“, -აცხადებს კობახიძე.

შეგახსნებთ, რომ აუდიტის სამსახურმა პრემიერ-მინისტრის მიერ ახალდაქორწინებულებისთვის საჩუქრის გადაცემის ფაქტის შესწავლა დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პირობები გაამკაცრა
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics