04:10 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 09:39:07, 1352 ნახვა

სამართალი
თბილისში „ეროვნული ფორუმის" ოფისი გაქურდეს

თბილისში, დადიანის ქუჩაზე მდებარე "ეროვნული ფორუმის" ოფისი გაქურდეს.

შემთხვევა წუხელ  ღამით მოხდა.

როგორც "ქსპრესნიუსს" ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ განუცხადა,  მოხსნილია მონიტორები და გაბნეულია დოკუმენტაცია. მიროტაძისთვის უცნობია, რა მიზნით შევიდნენ მათ ოფისში. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს:

"წუხელ ღამით მოხდა ეს ფაქტი. ჩვენ შეგვატყობინეს ამის შესახებ, დეტალები არვიცი, თუმცა, გვიან ღამემდე მუშაობდა გამოძიება. იყვნენ მოსულები კრიმინალისტებიც.  როცა შევედით  ოფისში, დაგვხვდა მოხსნილი მონიტორები, ფურცლები, დოკუმენტაცია გაბნეული. არვიცი, რა მიზნით იყო შესული, ან ერთი იყო, რამდენიმე იყვნენ, ყველაფერი ალბათ  მალე გახდება  ცნობილი გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე",-განუცხადა ანი მიროტაძემ "ექსპრესნიუსს".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics