2016-08-09 15:14:24, 883 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის შეხვედრა რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფთან ჩაიშალა
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და რეფერენდუმთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის ანა დოლიძის განცხადებით, რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კონფრონტაციის ენა აირჩია და ამ კონსულტაციაზე უარი განაცხადა:
„ საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მზად იყო, შეხვედროდა რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფს, თუმცა დღეს რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა აირჩია კონფრონტაციის და შანტაჟის ენა და უარი განაცხადა ამ კონსულტაციაზე, რაც ნათლად ავლენს ამ ჯგუფის ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს. აქედან გამომდინარე ეს დათქმული შეხვედრა აღარ შედგება“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან