|
2016-08-09 14:45:11, 1397 ნახვა
სხვადასხვა
ქართველი ბიზნესმენის მიერ შექმნილმა წვენმა „სავსე“ ბრიტანეთში დიდი მოწონება დაიმსახურა
28 წლის ქართველი ბიზნესმენის მიერ შექმნილმა ნატურალურმა წვენმა „სავსე“ ბრიტანეთში დიდი მოწონება დაიმსახურა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც გუკა თავბერიძემ, BBC-სთან საუბარში აღნიშნა, ნატურალური წვენს დედის რეცეპტით ამზადებს. ახალგაზრდა ბიზნესმენი ლონდონში ცხოვრობს და მსოფლიოს გავნელიანი მედია საშუალებების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. „30 წლის წინ, დედაჩემს, ორსულობის დროს რკინის ნაკლებობა აღმოაჩნდა. ამის გამო, ექიმმა ისპანახის და ვაშლის წვენის მიღება ურჩია. ისპანახის გემოს გაბათილებისთვის, დედამ სასმელში სხვადასხვა ხილის შერევა დაიწყო, რის შედეგად გემრიელი და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო სასმელი მიიღო, რომელიც მთელი ოჯახის საყვარელ სასმელად იქცა. ის, დღემდე ჩვენი ყოველდღიური რაციონის შემადგენელი ნაწილია“, - გუკა თავბერიძე. მისივე თქმით, ბიზნესიდეა საზღვარგარეთ ჩასვლის შემდეგ გაუჩნდა და 2013 წელს გადაწყვიტა, ბრენდის შექმნა, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა ბაზარზე უკვე არსებულ მსგავს პროდუქციას. თავბერიძეს თქმით, სახელზე ბევრი არ უფიქრია და ქართული სახელი - „სავსე“ შეურჩია, რადგან როგორც თავად ამბობს, ის სავსეა ვიტამინებითა და ბუნებრივი ინგრედიენტებით. როგორც BBC იტყობინება, 1 წლის განმავლობაში "სავსეს" გაყიდვებმა 600%-ით მოიმატა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)